14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ეს დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს, საქართველოს დროშის შესახებ ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნა.

თბილისი და „ხუთ–ჯვრიანი“ დროშა, ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი.
თბილისი და „ხუთ–ჯვრიანი“ დროშა, ანჯელინო დულჩერის 1339 წლის პორტულანი.

საქართველოს სახელმწიფო ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ, 2004 წლის 14 იანვრიდან.

საქართველოს დროშაზე მოცემული გამოსახულება – თეთრ ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი, კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით — ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი, პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა ბუიონელის გერბზე გამოისახა. ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად პირველად ანჯელინო დულჩერის პორტულანზე 1339 წელს დაფიქსირდა.

ხუთჯვრიანი დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლო 2004 წლიდან გახდა – სახელმწიფო დღესასწაულის აღნიშვნის მთავარი ტრადიცია კი საცხოვრებელი სახლებსა და აივნებზე მისი გადმოფენაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები