მუსიკოსმა მაიკ მიტჩელმა ხელზე საქართველოს დროშის ტატუ გაიკეთა

მუსიკოსმა მაიკ მიტჩელმა ხელზე საქართველოს დროშის ტატუ გაიკეთა. ინფორმაციას და ფოტოს მისი მეგობარი, მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი ავრცელებს.

მაიკ მიტჩელი, იგივე Blaque Dynamite, ამერიკელი მუსიკოსია, რომელმაც პირველად მუსიკა ცოცხლად ძალიან პატარამ, 7 წლის ასაკში ჩაწერა. მას ჯაზმენ ჰერბი ჰენკოკთან მუშაობის გამოცდილება აქვს. ასევე, მაიკ მიტჩელი ბექა გოჩიაშვილთან ერთად ცოცხალი ლეგენდის, სტენლი კლარკის ბენდში უკრავდა. სწორედ ამ დროს დაიწყო ბექას და მაიკის მეგობრობა. მას შემდეგ მათ არაერთი ერთობლივი კონცერტი გამართეს საქართველოში. გარდა ამისა, მას გამართული აქვს კონცერტები Grammy Award-ის მფლობელ არტისტებთან, მაგალითად, Christian McBride-თან და Erykah Badu-თან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები