ხვალიდან სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის
ხვალიდან, მონტე-კარლოში, სტარტს აიღებს ევროპის ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ქალთა შორის.
საუკეთესოს ტიტულისთვის ერთმანეთს 26 ევროპული ქვეყნის 118 მოჭადრაკე დაუპირისპირდება.
ასპარეზობაზე საქართველოს სახელით იასპარეზებენ:
1.ბელა ხოტენაშვილი (2395სწრაფი); (2333ელვისებური);
2.ლელა ჯავახიშვილი (2346);(2332);
3.ნინო ბაციაშვილი (2318);(2215);
4.ინგა ჭარხალაშვილი (2212);(2073);
5.ნონა გაფრინდაშვილი (2199);(2168);
6.სოფიო გვეტაძე (2179);(2187);
7.ინგა ხურცილავა (2157);(1981);
სწრაფ ჭადრაკში ტურნირი 13-14 იანვარს გაიმართება, შემდეგი დროის კონტროლით: 15წუთს+10 წამი;
ელვისებურ ჭადრაკში მონაწილეები ერთმანეთს 12 იანვარს შეეჯიბრებიან, შემდეგი დროის კონტროლით: 3 წუთს+2 წამი.