სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში მონაწილეობს

სალომე ჭაჭუა ირლანდიური “ცეკვავენ ვარსკვლავების” ახალ სეზონში კვლავ მონაწილეობს. ამჯერად სალომეს მეწყვილე მომღერალი დევიდ ვილანია.

მათ პირველ საკონკურსო ტურში ცეკვა ტანგო შეასრულეს და 30-იდან 23 ქულა დაიმსახურეს.

შეგახსენებთ, რომ სალომე ჭაჭუა წინა ორ სეზონშიც მონაწილეობდა და მისი პარტნიორები იყვნენ სპორტსმენები – მორაგბე ჯორდან ქონროი და ფეხბურთელი პოლ ბროგანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები