ინფორმაცია ეკვადორში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ
საქართველოს საელჩო არგენტინაში საგანგებო ინფორმაციას ავრცელებს.
“ინფორმაცია ეკვადორში მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ ‼️
ეკვადორში გამოცხადებული შიდა შეიარაღებული კონფლიქტის და საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო მოგიწოდებთ დაიცვათ ეკვადორის მთავრობის მიერ დადგენილი სიფრთხილის ზომები, შეძლებისდაგვარად დარჩეთ სახლებში და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დაუკავშირდეთ ეკვადორში საქართველოს საპატიო საკონსულოსა და ქ. ბუენოს-აირესში საქართველოს საელჩოს ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:
“+593 99-980-1900
+54 9 11 3460 9573″, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.