ჭიდაობაში 2024 წლის საერთაშორისო სეზონი სარეიტინგო ტურნირით იხსნება

ჭიდაობაში 2024 წლის საერთაშორისო სეზონი სარეიტინგო ტურნირით იხსნება.

ხვალიდან, 14 იანვრის ჩათვლით, შეჯიბრებას ზაგრები უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები მიიღებენ.

10 იანვარს საქმეში თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან და ექვს წონით კატეგორიაში: 57, 61, 65, 70, 74 და 86 კილოგრამებში გაათამაშებენ მედლებს. 11 იანვარს კი საპრიზო სამეულებს დარჩენილ ოთხ წონაში: 79, 92, 97 და 125 კილოგრამებში შეავსებენ.

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლები 12-14 იანვარს გათამაშდება.

12 იანვარს – 77 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში;

13 იანვარს – 63 და 67 კილოგრამებში;

14 იანვარს – 55, 60, 72, 82, 97 და 130 კილოგრამებში.

საკვალიფიკაციო ეტაპების შეხვედრები თბილისის დროით 13:00 საათზე, ხოლო  საფინალო შეხვედრები 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები