ლიონში კავკასიის ისტორიის შესახებ კონფერენცია გაიმართება
პარასკევს, 19 იანვარს, ქალაქ ლიონის , მე-7 ოლქში მდებარე, Salle Reinach-ის სახელწოდების საკონფერენციო დარბაზში, 15-იდან 18 საათამდე კავკასიის ისტორიის შესახებ საინტერესო კონფერენცია გაიმართება. ინფორმაციას ასოციაცია ქართველები საფრანგეთში ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენცია ფრანგულ ენაზე გაიმართება და ფრანგი მკვლევრები თავიანთ თვალით დანახული ჩვენი ქვეყნის ისტორიაზე ისაუბრებენ.