საქართველოს გენერალურმა საკონსულომ ბარიში მოქმედ საკვირაო სკოლა „იმედის“ აღსაზღდელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ქალაქ ბარიში საქართველოს გენერალური კონსული, ვახტანგ ანდღულაძე და ვიცეკონსული ხატია ჭელიძე ქალაქ ბარიში მოქმედ საკვირაო სკოლა „იმედს“ ესტუმრნენ და წინასწარ მიულოცეს პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი.

აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლაში გაერთიანებულია, სხვადასხვა ასაკის ორმოცამდე მოსწავლე. მოქმედებს, რამდენიმე სექტორი, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს შეისწავლონ ქართული ენა,  ისტორია, ნაციონალური ცეკვა, სიმღერა, ხატვა და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში, პატარებმა შეასრულეს ქართული სიმღერები და წაიკითხეს ლექსები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები