შოთა არველაძე სამწვრთნელო კარიერას თურქეთში აგრძელებს
შოთა არველაძე თურქული კლუბის “ფატიჰ კარაგუმრუკის” მთავარი მწვრთნელი გახდა.
“მიხარია, რომ სამწვრთნელო საქმეს იმ გუნდში დავუბრუნდი, რომელიც ჩემთვის კარგად ნაცნობია და ვიცი, რისი მიღწევა სურს. მინდა მადლობა ვუთხრა კარაგუმრუქის პრეზიდენტს, სულეიმან ჰურმას ნდობისთვის და რთულ მომენტში ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამ კლუბმა უკანასკნელ 3-4 წელიწადში დიდი გზა გაიარა თურქეთის სუპერლიგამდე და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალებით მას კიდევ უფრო წარმატებულს გავხდით.
გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში უკვე ჩავატარე და ვემზადებით უახლოესი მატჩისთვის. ველოდები გულშემატკივართან შეხვედრას და იმედი მაქვს, მათ გახარებას მოვახერხებთ“, – წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.
“ფატიჰ კარაგუმრუკი” თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით XI ადგილზეა.