საქართველოს საელჩომ კიშინეუს ნომერ V სკოლა-ინტერნატის ბავშვებს საჩუქრები გადასცა და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია
7 დეკემბერს, მოლდოვაში საქართველოს საელჩომ კიშინეუს ნომერ V სკოლა-ინტერნატს, წინა საშობაოდ, აღსაზრდელ ბავშვებს საჩუქრები გადასცა და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.
ამჟამად სკოლა-ინტერნატს ჰყავს 78 შეზღუდული შესაძლებლობების აღსაზრდელი ბავშვი.
„სკოლა-ინტერნატის ბავშვებს სჭირდებათ მუდმივი მხარდაჭერა, სიკეთის კეთება ჩვენი ვალია. რთულია დაეხმარო ბევრს, მაგრამ სიცოცხლე შევუმსუბუქოთ ადამიანებს , ვაგრძნობინოთ მათ თანადგომა ადამიანური ვალდებულებაა“ – განაცხადა ელჩმა ლევან დიასამიძემ.
სკოლა-ინტერნატის დირექტორმა, იულიანა მანიკმა გულითადი მადლობა გადაუხადა მოლდოვაში საქართველოს საელჩოს, მხარდაჭერისა და ყურადღებისთვის.