ანზორ დონაძე ახალგაზრდული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია

7-10 დეკემბერს, იტალიის ქალაქ ვენეციაში, მსოფლიო კარატეს ფედერაციის ეგიდით (WKF), იმართება წლის ყველაზე მასობრივი საერთაშორისო ღონისძიება კარატეში, კარატე 1-ის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატი, სადაც ერთმანეთს 81 ქვეყნის  4130 კარატისტი ხვდება.

ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის  24 კაციანი დელეგაცია წარდგება 13 სპორტსმენით, 4 მწვრთნელით და პირველად საქართველოდან  6 მსაჯი იმსაჯებს.

ჩემპიონატის პირველ დღეს ანზორ დონაძე ახალგაზრდული ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

ანზორ დონაძემ, -75 კგ წონით კატეგორიაში, ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბელგიელი, კვიპროსელი, ხორვატი, შვეიცარიელი სპორტსმენები. სამწუხაროდ ჩვენი სპორტსმენი ნახევარფინალში სლოვაკ სპორტსმენთან დამარცხდა.

მესამე ადგილისთვის ურთულეს ბრძოლაში, ანგარიშით 9-6, ანზორ დონაძემ  ბოსნიელი მილოს სიმიჩი დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ -75 კგ წონით კატეგორიაში ერთმანეთს 96 სპორტსმენი ეჯიბრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები