ლონდონში ქართული ღვინის მაღაზია „80/20“ გაიხსნა

5 დეკემბერს, ქ.ლონდონში ქართული ღვინის მაღაზიის „80/20“ გახსნაზე, საქართველოს ელჩმა, სოფიო ქაცარავამ დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის უძველესი ისტორია და წარმოების კულტურა გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში,კომპანიის დამფუძნებელმა, მაკო აბაშიძემ ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე გაამახვილა ყურადღება, ამასთან, ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების დამფუძნებელმა, ლალი მესხმა ქართული ხორბლის ჯიშის მრავალფეროვნებასა და მის პოპულარიზაციაზე ისაუბრა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანეთის პარლამენტისა და მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, რომელთაც, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ სხვადასხვა სახის ღვინო და რესტორან “ქართულის“ მიერ მომზადებული კერძები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები