ავსტრიის საელჩო საქართველოში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ Winter Fair2023- ში მონაწილეობს
ავსტრიის საელჩოს ინფორმაციით, საელჩო წელსაც მონაწილეობს ზამთრის საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვაზე – Winter Fair2023!, რომელიც საქართველოში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერაა ორგანიზებული და მიზნად ისახავს, სხვადასხვა სათემო პროექტისა და მოწყვლადი პირების მხარდაჭერას.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ საქველმოქმედო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, 12 სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან ერთად, წლევანდელ გამოფენა-გაყიდვაზე ავსტრიის საელჩოც გამოიტანს გასაყიდად ავსტრიასთან 🇦🇹 ასოცირებულ პროდუქტებს.
გელოდებით ყველას 9 დეკემბერს, დილის 10 საათიდან 18 საათამდე შერატონ გრანდ მეტეხი პალასში!“, – ნათქვამია ავსტრიის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.