ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ტაილანდის მსოფლიო თასზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ტაილანდში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრები წარმატებით ასპარეზობს.
ტურნირის პირველივე დღეს ირმა ხეცურიანმა და ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. შეჯიბრებაზე ხეცურიანმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ჩინელ აო ლანძუს 15:13 სძლია.
ნინა თიბილაშვილმა, ორში შესასვლელი საფინალო ბრძოლა დათმო ჩინელ გუსთან და მესამე ადგილზე გავიდა.
ხვალ, 7 დეკემბერს ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი ტაილანდის 2023 წლის მსოფლიო თასზე რაპირით ასპარეზობაში გამოვლენ, 8 დეკემბერს კი გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას.