ესტონეთში საქართველოს საელჩოს ვიცეკონსულმა სალომე გორგიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებთან
2023 წლის 3 დეკემბერს, ესტონეთში საქართველოს საელჩოს ვიცეკონსულმა სალომე გორგიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა ადგილობრივი დიასპორის წარმომადგენლებთან. შეხვედრა შედგა დიასპორული ორგანიზაცია „ქართული სახლის“ ოფისში .
შეხვედრაზე განიხილეს დიასპორისთვის საინტერესო საკითხები, მათ შორის, ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეობის მიღების წესებისა და სამგზავრო დოკუმენტის მისაღებად საჭირო პროცედურების შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას.
შეხვედრას ესწრებოდა დიასპორული ორგანიზაციის – „ქართული სახლის“ ხელმძღვანელი ბატონი ლევან გორელაშვილი და ამ ორგანიზაციის ფარგლებში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლის “მზიურის“ დირექტორი ქალბატონი ქეთევან ფალელაშვილი.