საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა 2023 წლის ბოლო ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

ტოკიოში  მიმდინარე  2023 წლის გრან-პრის გათამაშებაზე პარაძიუდოში ნუკრი მიღრიჯანაშვილმა (60კგ) და გიორგი ქალდანმა (73კგ)ბრინჯაოს  მედლები მოიპოვეს.

ნუკრი მიღრიჯანაშვილმა ნახევარ ფინალში აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დათმო ბრძოლა, მესამე ადგილისთვის  ყირგიზი პარაძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

გიორგი ქალდანი ნახევარ ფინალში იაპონელ პარაძიუდოისტთან დამარცხდა, მესამე ადგილისთვის  კორეელ მოწინააღმდეგეს მოუგო და  ბრინჯაოს მედალი აიღო.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები განაგრძობს ასპარეზობას ტოკიო 2023 გრან-პრის გათამაშებაზე. დღეს ჩვენი პარაძიუდოისტები მაღალი სინჯის მედლებისთვის იბრძოლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები