„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში კარლო კაჭარავას გამოფენა გაიხსნა

ბელგიის ქალაქ გენტში, თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალურ მუზეუმში (S.M.A.K), „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში, გაიხსნა მსოფლიოში აღიარებული ქართველი არტისტის, კარლო კაჭარავას, ნამუშევრების პერსონალური გამოფენა –  „სენტიმენტალური მოგზაური“ (Sentimental Traveller).

გამოფენას ქალაქ გენტის თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალური მუზეუმი (S.M.A.K) 2024 წლის 14 აპრილის ჩათვლით უმასპინძლებს.

ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოს საზღვრებს მიღმა. ევროპელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს, გაეცნოს მხატვრის ნამუშევრებს და ილუსტრირებულ დღიურებს. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილია ხელოვანის შესახებ მომზადებული კატალოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები