3 დეკემბერს მილანი ქართველ კალიგრაფებს უმასპინძლებს

საქართველოს კალიგრაფთა ასოციაცია და ქართულ-იტალიური კულტურული ასოციაცია Milanium M&T მილანში წარადგენს პროექტს „ქართული ანბანი, კალიგრაფია და ისტორიული წარწერები“.

საგამოფენო სივრცეში Arcadia Art Gallery ქართული კალიგრაფიული ხელოვნების დღესასწაულია დაგეგმილი.

„პროექტი თავისი შინაარსითა და განხორციელების ფორმებით უპრეცედენტოა: იტალიელი მეცნიერის ვირჯილიო კორბოს მიერ პალესტინაში აღმოჩენილი პირველი ქართული წარწერებიდან, კალიგრაფიის თხუთმეტსაუკუნოვანი ტრადიციით, ხელოვნების ამ უნიკალური მიმართულებით თანამედროვე ხაზებამდე. ეს ხაზები გასცდა თანამედროვეობასაც და ქართული კალიგრაფიის ხელოვნება ოლიმპოს მწვერვალების, ღმერთების საუფლოსა თუ კოსმოსის ნაწილად აქცია.

გიორგი სისაურის კურატორობით საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის წევრი ხუთი კალიგრაფი: გიორგი სისაური, დავით მაისურაძე, თეონა მაისურაძე, ნინი იკაშვილი, ანა გოქაძე მილანში, ევროპულ საზოგადოებას წარუდგენენ კალიგრაფიის ხელოვნების ერთმანეთისაგან სრულად განსხვავებულ მიმართულებებს“, – ნათქვამია საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები