ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ახალი მარკეტინგული კამპანია Skyscanner-ზე დაიწყო

გერმანიიდან, პოლონეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სამოგზაურო პლატფორმასთან  Skyscanner ერთად ახალი კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში Skyscanner-ის ვებგვერდზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ბანერები განთავსდა. სპეციალურ სექციაში (Country Explorer) საქართველოს შესახებ ინფორმაცია, საპრომოციო სურათები და სტატიებია ატვირთული.

კამპანია მოიცავს ინფორმაციის განთავსებას სოციალურ მედიაში: Instagram, Facebook და TikTok.

კამპანიის მოსალოდნელი შედეგია 4 000 000-მდე შთაბეჭდილება (impression) და 1 500 000-მდე წვდომა (reach).

ახალი მარკეტინგული კამპანია 30 ნოემბერს დაიწყო და მომავალ წლის 13 იანვრამდე გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები