საქართველოს საელჩომ ტალინში ქალთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ ორგანიზებულ „საშობაო ბაზრობაში“ მიიღო მონაწილეობა
25 ნოემბერს, საქართველოს საელჩომ ესტონეთის რესპუბლიკაში მონაწილეობა მიიღო ქალთა საერთაშორისო ასოციაციის (International Women’s Club) მიერ ტალინში ორგანიზებულ „საშობაო ბაზრობაში“.
საშობაო ბაზრობაში მონაწილეობას იღებს ესტონეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და იგი გამოფენა-გაყიდვის ფორმატით ტარდება, ხოლო შემოსული თანხა მთლიანად ირიცხება საქველმოქმედო ფონდში.
ყოველწლიური ღონისძიების ფარგლებში საელჩომ წარმოადგინა სხვადასხვა სახის ქართული პროდუქცია, მათ შორის ტრადიციული ქართული კერძები და სასმელები. ბაზრობას ეწვია ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი და ესტონეთის პირველი ლედი სირიე კარისი.