საბავშვო ფილმების საერთაშორისო  ფესტივალის “ოქროს პეპელა 2023” გამარჯვებულები ცნობილია

საბავშვო ფილმების საერთაშორისო  ფესტივალი “ოქროს პეპელა 2023” დასრულდა. წლევანდელი ფესტივალი გამოჩენილ რეჟისორს – სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.

“ოქროს პეპელა 2023” ის საფესტივალო (საკონკურსო) ფილმები შეარჩია სასელექციო ჯგუფმა, ხოლო სხვა დანარჩენი ფილმები მონაწილეობდნენ პროგრამაში “დებიუტი.

ფესტივალის მთავარი პრიზი “გრანპრი – ოქროს პეპელა 2023“ ჟიურის გადაწყვეტილებით გადაეცა ფილმს „ჭყინტი გმირები“ (ასოციაცია „სინერამა“, ფოთი, საქართველო).

ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:

  1. „საუკეთესო იდეა“

 მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „გაზეთები“ (ხორვატია)

  1. „საუკეთესო სცენარი“

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი “ბოლო მატარებელი“ (სერბეთი)

  1. „საუკეთესო ოპერატორი“

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „დევნა“ (გერმანია)

  1. „საუკეთესო რეჟისორი“

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ვაშლობანა“ (ა.შ.შ.)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „სამი სასიკვდილო გრძნობა“, ავტორები: ნიკოლოზ ზუბაშვილი, მაშო გიგილაშვილი(თბილისი, საქართველო)

  1. „გოგონას როლის საუკეთესო შესრულება“

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „რეალობა“ – ელენე ჯალაღონია („სკოლა გენიოსი“ , თბილისი, საქართველო)

  1. „საუკეთესო დოკუმენტური ფილმი“

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ლოკოკინას თავგადასავალი“ (ხორვატია)

მოკლემეტრაჟიანი  დოკუმენტური ფილმი „ერთი კეცის ისტორია“ (ხონი, საქართველო)

  1. „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ნიკო ნიკოლაძე – ულმობელი კაცის საქმე“ (ქალაქ ფოთის აკ.ჩხაიძის სახელობის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი – ფოთი, საქართველო)

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „გალერეა“ (პოლონეთი)

  1. „სოციალურ თემაზე შექმნილი საუკეთესო ფილმი“

მოკლემეტრაჟიანი   ფილმი „კედლებს თვალები აქვთ“ (სტუდია „პიონერფილმი“, თბილისი, საქართველო)

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „მშია“  (აფხაზეთის #10 საჯარო სკოლა, ჩხოროწყუ, საქართველო)

  1. „საუკეთესო დოკუმენტური კინო – პორტრეტი“

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჩემი ბაბუ – მსახიობი ჯემალ მაზიაშვილი“ (სტუდია „ესტვ“ თბილისი, საქართველო)

  1. „პატრიოტულ თემაზე შექმნილი საუკეთესო ფილმი “

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „შინდისი“ (სოფელ ძევრის საჯარო სკოლა, თერჯოლა, საქართველო)

  1. „საუკეთესო პროდიუსერი“

მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „საათი“ – თამარ ცამბაია (სტუდია „პიონერფილმი“, თბილისი, საქართველო)

ფესტივალში მონაწილე ყველა სხვა ფილმი დაჯილდოვდა დიპლომით.

საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი “ოქროს პეპელა” დაარსდა 2011 წლის 1 ივნისს, თბილისის “ევროპული სკოლის” საბავშვო – სატელევიზიო სტუდიის ბაზაზე. ფესტივალის  დამფუძნებელი და ორგანიზატორია შ.პ.ს კომპანია ოქროს პეპელა, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა კულტურულ – საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროექტების ორგანიზება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები