მილანში ნანა მელქაძის კოლექციის გამოფენა გაიმართა

2023 წლის 25 და 26 ნოემბერს მილანში, გალერეა არკადია არტ გალერიში, ქართულ-იტალიური ასოციაცია მილანიუმის ორგანიზებით,  ქართველი სტილისტისა და დიზაინერის – ნანა მელქაძის გამორჩეული და დახვეწილი კოლექციის გამოფენა გაიმართა.

ნანა მელქაძე იტალიას უფროს ვაჟთან, ირაკლი ვაჭარაძესთან ერთად სტუმრობდა, რომელიც კომპანია „ნანა მელქაძის მოდის სახლს“ წარმოადგენს.

Milanium M&T-ს მოწვევით გამოფენას მილანში, საქართველოს საკონსულოს გენერალური კონსული, ნატალია კორძაია ესტუმრა. ჩვენება კი ქართველმა სოპრანომ, ელისაბედ ლაგურაშვილმა გაალამაზა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები