CBS-მა ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი “Ancient Vines” მოამზადა
აშშ-ის ერთ-ერთმა ყველაზე რეიტინგულმა და პოპულარულმა ტელემაუწყებელმა CBS-მა, ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი “Ancient Vines” მოამზადა, რომლის პრემიერაც CBS – ის ეთერში გადაცემა „ 60 წუთში“26 ნოემბერს გაიმართა.
სიუჟეტში საქართველოს ღვინის წარმოების 8 ათასწლიან ისტორიასა და მის განვითარებაზეა საუბარი.