სოფიაში გამოფენა „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გაიხსნა
27 ნოემბერს, სოფიას ცენტრში მდებარე ბაღში Crystal, საელჩოს სახალხო დიპლომატიის ღონისძიებათა სერიის ფარგლებში, საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სოფიას მუნიციპალიტეტის ჩართულობით, გამოფენის „საქართველო – ღვინის სამშობლო“ გახსნის ცერემონია გაიმართა.
გამოფენა, რომელიც 1 კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი, ასახავს ქართული ღვინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ღვინის დამზადების უნიკალურ, ქართულ მეთოდებსა და ტრადიციებს. გამოფენის პარალელურად, მოწვეული სტუმრებისა და სოფიას მოსახლეობისთვის გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სოფიას ცენტრის მერი ტრაიჩო ტრაიკოვი, სოფიას მერიის და ბულგარეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები, ჟურნალისტები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები.