თამარ ბახტაძემ მუშაობა McKinsey & Company-ის დუბაის ოფისში დაიწყო

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) კურსდამთავრებულმა თამარ ბახტაძემ მუშაობა McKinsey & Company-ის დუბაის ოფისში დაიწყო. ინფორმაციას თავისუფალი უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, თამარმა საკუთარი კარიერა აუდიტორულ კომპანია EY-ში დაიწყო, საიდანაც სამუშაოდ ჯერ საქართველოს ბანკში გადავიდა ინვესტორებთან ურთიერთობის განყოფილებაში, გარკვეული პერიოდის შემდგომ კი თიბისი კაპიტალის საინვესტიციო საბანკო საქმიანობის გუნდს შეუერთდა.

კარიერის ამ ეტაპზე გადაწყვიტა, რომ უკეთესი იქნებოდა სწავლის სამაგისტრო პროგრამაზე გაგრძელება ევროპის რომელიმე ბიზნეს სკოლაში. საბოლოოდ, კი არჩევანი საფრანგეთში, INSEAD-ის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე შეაჩერა.

სწორედ ამ პროგრამაზე მიღებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე თამარმა კარიერის საკონსულტაციო სფეროში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო და McKinsey & Company აღმოჩნდა მისთვის მისაღები პირობებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები