სანდრო ბაზაძე მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეა
ეგვიპტის ქალაქ შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე FIE-ს კონგრესზე, ქართველ მოფარიკავეს, სანდრო ბაზაძეს 2022/23 წლების საუკეთესო კაცი ხმლით მოფარიკავეს საპატიო პრიზი გადაეცა.
სანდრო ბაზაძე გახლავთ პირველი ქართველი მოფარიკავე, რომელსაც მსოფლიოს საუკეთესო ხმლით მოფარიკავეს უმაღლესი ჯილდო ერგო.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძემ 2023 წელს მოიგო ევროპული თამაშები და ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა. მის ჯილდოებს შორის ასევე არის მოგებული გრან-პრი და მსოფლიო თასი. ასევე, სანდრო მთელი სეზონის განმავლობაში მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.