ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში “TT Warsaw” მონაწილეობს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და პოლონეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენაში “TT Warsaw 2023” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთის, სამეგრელოსა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია და 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია მონაწილეობს.

გამოფენის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებების შესახებ.

“TT Warsaw 2023”- ში 50 ქვეყნის 247 კომპანია მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები