ზურაბ მსხალაძე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორია

ქართველი ძალოსანი ზურაბ მსხალაძე (89 კგ) მექსიკაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორია.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 150/155  კგ. დაძლია და მე-4 ადგილი ირგუნა. მსხალაძემ აკვრაში თავი 187/191 კილოგრამს გაართვა და კვლავ მე-4 ადგილი დაიკავა. ორჭიდში მოგროვილი 346 კილოგრამით კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ძალოსანთა მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატია საბა ასანიძემ (81 კგ) ატაცში 145/149 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ხოლო აკვრაში თავი 180/184 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ორჭიდში მოგროვილი 333 კილოგრამით კი, ასანიძემ კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები