საბა ასანიძე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორია

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები ( U20) მექსიკაშია, სადაც ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ქართველი ძალოსნები გვადალახარაში ვაჟთა და გოგონათა ნაკრების მთავარი მწვრთნელების, მალხაზ ლომთაძისა და თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით იმყოფებიან. გუნდთან ერთადაა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ილია თვალოძე და ექიმი-რეაბილიტოლოგი გიორგი ჭინჭარაულიც.

შემადგენლობა კი ასეთი გახლავთ:

  • გიორგი ხარაზიშვილი – 73 კგ.
  • საბა ასანიძე – 81კგ.
  • ნიკოლოზ ესართია – 81კგ.
  • ზურაბ მსხალაძე – 89კგ.
  • გერვასი თაბაგარი – 96 კგ.
  • გურამ ვეკუა – 102კგ. კგ.
  • გიორგი კირვალიძე – 109 კგ.
  • ნათია გადელია – 81 კგ.
  • მარიამ მურღვლიანი – 87 კგ.

ქართველი ძალოსნებიდან პირველი საბა ასანიძე (81კგ.) გახდა მსოფლიოს ჩემპიონატის (U20) პრიზიორი.

საბა ასანიძემ ატაცში 145 / 149 კგ. დაძლია და მე-4 ადგილზე გავიდა. ძალოსანმა აკვრაში თავი 180 / 184 კილოგრამს გაართვა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა, ორჭიდში მოგროვილი 333 კილოგრამით კი, ასანიძემ კვლავ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ საბა ასანიძემ საქართველოს იუნიორთა რეკორდებიც გააუმჯობესა. ძალოსანმა აკვრაში 1, ორჭიდში კი 3 კილოგრამით გააუმჯობესა ქვეყნის რეკორდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები