საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე 18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 29:10 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

პირველ ტაიმში ლელო შოთა ხელაძემ დადო. მეორეში  – ლუკა კეშელავამ,  ორი –  მიხეილ ხახუბიამ, ერთი კი – ანდრო დვალმა.

საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდების წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა:

ხაზი: 15. გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), 14. ტატო ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 13. ნუგი ქევხიშვილი („ლელო“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. ლუკა კეშელავა („არმია“), 10. ბუბა ნოზაძე („ბათუმი“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“);

შერკინება: 1. გიორგი ძაგანია („სტად ნისუა“, საფრანგეთი), 2. შოთა ხელაძე („ლელო“), 3. მათე ღურწკაია („ყოჩები“), 4. დავით ლაგვილავა („გრენობლი“, საფრანგეთი), 5. მიხეილ შიოშვილი („ლელო“), 6. ლუკა საღინაძე („ლიონი“, საფრანგეთი), 7. ნიკა აბესაძე („ლელო“), 8. ანდრო დვალი („ლელო“, კაპ.).

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 17. ნიკა ქუმარიტოვი („ლოკომოტივი“), 18. გიორგი მესხიძე („ხვამლი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“, საფრანგეთი), 20. კახა შეყილაძე („ორიაკი“, საფრანგეთი), 21. გიორგი ჯაში („არმია“), 22. გიგი სირბილაძე („სქარბოროუ“, ინგლისი), 23. დავით ბარბაქაძე („არმია“), 24. სანდრო სესიაშვილი („არმია“), 25. ნიკოლოზ ხალვაში („ლელო“), 26. თემო წულუკიძე („იუნკერები“).

18 ნოემბერს ევროპის ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე პორტუგალიის ნაკრები იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები