სლოვაკეთში საქართველოს საელჩო ბრატისლავაში გამართულ 29-ე ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობდა

2023 წლის 12 ნოემბერს სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ, სლოვაკეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ბრატისლავას ქალთა საერთაშორისო კლუბის (IWCB) ორგანიზებით ბრატისლავაში გამართულ 29-ე ყოველწლიურ საშობაო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში. გამოფენაზე საელჩოს მიერ წარმოდგენილ იქნა მრავალფეროვანი ქართული პროდუქცია, მათ შორის ქართული ღვინო, ქართული ტრადიციული კერძები და ტკბილეული, სხვადასხვა ასორტიმენტის ქართული ჩაი, ტიხრული მინანქრის სამკაულები, სუვენირები, ხელნაკეთი ნივთები, სლოვაკურ ენაზე გამოცემული წიგნები შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“ და „ქართული სამზარეულო“.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორების მხრიდან მაღალი შეფასება გაკეთდა საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილ მრავალფეროვან ასორტიმენტზე და დამთვალიერებლების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები