აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს
გერმანიის ქალაქ დრეზდენში ჩატარდა ოფიციალური მსოფლიო ჩემპიონატი სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებში სექვეის მიმართულებით(Show Dance), სადაც პირველად საქართველოს სპორტცეკვების არსებობის ისტორიაში, აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილმა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს.
ფინალში 6 წყვილი გავიდა. მეორე და მეოთხე ადგილებზე გერმანელები გავიდნენ, მესამეზე – ამერიკელები, მეხუთეზე – ჩეხები, მეექვსეზე – ბულგარელები.
საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაცია(სსეფ) არის მსოფლიო სპორტცეკვების ფედერაციის(WDSF) ერთადერთი ოფიციალური წევრი, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ.