რომში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა
გუშინ რომში ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა.
„რომის საქალაქო ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხეები (ზრდასრულთათვის და საბავშვო) გავხსენით. მალე იტალიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში ქართული ფონდი განთავსდება შეთანხმემისამებრ. აქამდე პრატოში, ფლორენციაში, ნეაპოლში, მილანში მოვაწყვეთ ქართული სამკითხველოები. მალე – ბარიში და ემპოლიშიც გაიხსნება ქართული წიგნის კუთხეები. დღეს – ვატიკანის ბიბლიოთეკასთან მემორანდუმს გავაფორმებთ და უამრავ უცნობ არქივზე დავიწყებთ მუშაობას. და ეს მხოლოდ იტალიაში“, – აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე.