კიდევ ერთი ინფორმაცია ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

კიდევ ერთი განცხადება საქართველოს საელჩოსგან:

“საქართველოში გამგზავრების მსურველებს შეგახსენებთ, რომ ისრაელიდან პირდაპირ რეისებს საქართველოს მიმართულებით დღეის მდგომარეობით ელ ალის და ისრეარის ავიახაზები ახორციელებს.

ავიაკომპანია ელ ალი ფრენებს ახორციელებს ყოველდღე პარასკევი-შაბათის გარდა (რიგ დღეებში არის დღეში ორი რეისი).

ისრეარის ავიახაზები ფრენებს ახორციელებს კვირაში ორჯერ თბილისის და ასევე, კვირაში ორჯერ ბათუმის მიმართულებით.

გარდა ამისა, ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით გამგზავრება შესაძლებელია კვიპროსის გავლით. კერძოდ, თელ-ავივი – ლარნაკა – თბილისი.

თელ-ავივი ლარნაკას მიმართულებით დაფრინავს ელ ალი, აირკია და ისრეარი, ხოლო ლარნაკადან საქართველოს მიმართულებით არის ორი შესაძლებლობა – ლარნაკა – თბილისი საქართველოს ავიახაზებით, ან ლარნაკა – ქუთაისი ვიზეარის ავიახაზებით.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ავიაკომპანიების ვებგვერდზე”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები