ინფორმაცია ესპანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ

საქართველოს საელჩო ესპანეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:

“ძვირფასო თანამემამულეებო,

2023 წლის 18 ნოემბერს, საკონსულო ოლქის შემოვლის ფარგლებში იგეგმება ვალენსიის რეგიონის, ქ. ალიკანტეში მოქალაქეთა საკონსულო მიღება. გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, საქართველოს მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ საკონსულო მომსახურებას.

მოქალაქეთა მიღების საათები: 10:00 -16:00
მისამართი: Calle Jaen 4 , Alicante 03007

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ტელ: + 34 938 36 33 07 (15:00 საათიდან 17:00 საათამდე ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით)
ელფოსტა: barcelona.con@mfa.gov.ge”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები