ანა გაგუა Delft University of Technology-ში სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების პროგრამის კურსდამთავრებული ანა გაგუა Delft University of Technology-ში ტექნოლოგიების, პოლიტიკისა და მენეჯმენტის სადოქტორო პროგრამაზე გააგრძელებს სწავლას.

მისი საკვლევი თემაა საჯარო უწყებებში ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების დანერგვა. ნიდერლანდების რამდენიმე საჯარო უწყებასთან ერთად ანა იმუშავებს რისკის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის საკითხებზე (Human-AI Collaboration in decision Making process). ანას კვლევის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი ამ პროცესში ეთიკური საკითხებისა და Responsible AI პრაქტიკების მნიშვნელობა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები