რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ქართველი მოჭიდავეები ჩემპიონები გახდნენ

რიგაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა შორის გიორგი შენგელია (60 კგ) და ლაშა-გიორგი გოგიტიძე (85 კგ) ჩემპიონები გახდნენ.

ლატვიის დედაქალაქში ქართული გუნდი საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა ჩაიყვანა.

ტურნირში 7 ქვეყნის 640 მოჭიდავე მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები