ინფორმაცია ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს:
“შეგახსენებთ, რომ მ/წლის 7 ოქტომბრიდან საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
6 ნოემბრიდან საკონსულო სამსახური მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. შესაბამისად, განცხადებების მიღება ნებისმიერ საკონსულო მოქმედებაზე – პასპორტებზე, მოქალაქეობის საკითხებზე და ა.შ. განახლებულია.
შეგახსენებთ, სატელეფონო კონსულტაციებისთვის განკუთვნილ დროს: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი – 16:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო პარასკევს 10:00 საათიდან 13:00 საათამდე.
საკონსულო მომსახურების მისაღებად, გთხოვთ, დარეკოთ წინასწარ მითითებულ ნომერზე და ჩაეწეროთ: 03-6093206 (აირჩიეთ ღილაკი “1” – საკონსულო სამსახური)
წინასწარი ჩაწერის გარეშე, შესაძლებელია მხოლოდ სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობის მიღება.
გისურვებთ მშვიდობას”, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.