ლუკა ჭილაურმა 6 რაუნდიანი სარეიტინგო ბრძოლა გამართა
ქართველმა მოკრივემ ლუკა ჭილაურმა საფრანგეთში, ქალაქ შარლევილეში, 6 რაუნდიანი სარეიტინგო ბრძოლა გამართა, სადაც ლუკას მეტოქე ადგილობრივი მოკრივე სამირ სლაჰი იყო. ინფორმაციას Boxing Georgia ავრცელებს.
მათივე ცნობით, გრანდიოზულ საკრივო შოუზე გამართულ ბრძოლაში ლუკამ შერკინების დაწყებისთანავე მოიპოვა ინიციატივა და დამსახურებულად დაამარცხა მეტოქე.