საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ასპარეზობა წარმატებით დაასრულა
საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა წარმატებით დაასრულა ასპარეზობა კაირო 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე.
გუშინ, მძიმე წონით კატეგორიაში, აკაკი ჯინჭარაძემ ( +107კგ) 230კგ. დაძლია და ოქროს მედლები მოიპოვა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სამი მისვლის ჯამში.
გიორგი ლაცაბიძემ, მძიმე წონაში (+107კგ) 221 კილო დაძლია, ინდივიდუალურში ბრინჯაოს მფლობელი და სამი წარმატებული შედეგის ჯამში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
იაგო გორგოძემ (-107კგ) 190კგ ასწია და ოქროს მედალი მოიპოვა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე სამი მისვლის ჯამში.
დავით ქობალიამ (-107კგ) 155კგ დაძლია და როგორც ინდივიდუალურში, ასევე სამი მისვლის ჯამში ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.
გვანცა გულორდავამ (-61კგ) 68კგ. დაძლია და როგორც სამი მისვლის ჯამში, ასევე ინდივიდუალურში ვერცხლის მედლების მფლობელი გახდა.