ლაშა შარტავა – პირველი ქართველი ICCROM-ში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მთავარი არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა 2-3 ნოემბერს რომში გამართულ კულტურულ ფასეულობათა დაცვისა და რესტავრაციის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, ICCROM-ის, გენერალური ასამბლეის 33-ე სესიაზე ოთხი წლის ვადით (2024-2027) საქართველოს სახელით ICCROM-ის საბჭოს წევრად აირჩიეს.

საქართველო 2001 წლიდან არის ICCROM-ის წევრი, მაგრამ მას დღემდე ICCROM-ის საბჭოში წევრი არ ჰყოლია. არქიტექტორ-რესტავრატორი ლაშა შარტავა პირველი ქართველია, რომელიც საბჭოში აირჩიეს 137 სახელმწიფოსაგან შემდგარი ორგანიზაციის წევრებმა.

საბჭოს 14 ვაკანტურ ადგილზე არჩევნებში მონაწილეობდნენ 23 ქვეყნის კანდიდატები. პირველ ტურში 14 ადგილიდან შეივსო 12 ადგილი, არჩევნებს გამოეთიშა 8 კანდიტატი, ხოლო საქართველოს, აშშ-ისა და იორდანიის კანდიდატებმა მიიღეს თანაბარი – 48 ხმა, რის გამოც, ორი ვაკანტური ადგილის შესავსებად დაინიშნა მეორე ტური.

მეორე ტურში საქართველოს წარმომადგენელმა მიიღო ყველაზე მეტი – 57 ხმა და ის აირჩიეს საბჭოს წევრად. იორდანიის კანდიდატმა მიიღო 52 ხმა, ხოლო აშშ-ის წარმომადგენელმა – 43 ხმა. შესაბამისად, საბჭოს წევრები გახდნენ საქართველოსა და იორდანიის წარმომადგენლები.

საერთაშორისო მთავრობათაშორისი ორგანიზაცია ICCROM-ი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მრჩეველთა ორგანოა, რომელიც 1956 წელს დაარსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები