საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრებმა გუნდმა წარმატებით აიღო სტარტი კაირო 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე. ჩვენი ნაკრების ანგარიშზე სამი ოქროს და სამი ვერცხლის მედალია.

მაკა კვინჩიამ ინდივიდუალურ ასპარეზობაში 67კგ-მდე წონით კატეგორიაში 84 კგ. დაძლია და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. ასევე, კვინჩიამ სამი მისვლის ჯამში ვერცხლის მედალი მოუტანა საქართველოს ნაკრებს.

ნათელა გამიდოვამ სამი წარმატებული მისვლის ჯამში ოქროს მედალი აიღო, ინდივიდუალურ ასპარეზობაში კი 67კგ-მდე 64კგ. ასწია და ვერცხლის მფლობელი გახდა.

სამი მისვლის ჯამში, ოქროს მედლის მფლობელი ნინო საბაშვილიც გახდა. საბაშვილმა ინდივიდუალურ ასპარეზობაში 79კგ-მდე კატეგორიაში 55 კგ. დაძლია და ვერცხლის მედალი აიღო.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი კაირო 2023 მსოფლიო თასის გათამაშებაზე აგრძელებს გამოსვლას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები