მსოფლიოს ჩემპიოატზე ვეტერანთა შორის შეჯიბრების ბოლო, მეოთხე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 5 მედალი მოიპოვეს

აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიოატზე ვეტერანთა შორის შეჯიბრების ბოლო მეოთხე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ დიმიტრი მულაძე (M2, -60კგ) და პაატა ღვინიაშვილი (M2, -90კგ). ვერცხლის მედალს ზვიად ბაზანდარაშვილი (M2, -81კგ) დაეუფლა. ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები გახდნენ ივანე ქურასბედიანი (M2, -66კგ) და ლევან ჩუბინიძე (M2, -73კგ).

საერთო ჯამში ქართველმა ვეტერანებმა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები