“ჟირაფი ჟოზე ამერიკას იპყრობს”
“ჟირაფი ჟოზე ამერიკას იპყრობს” – დღეს Youtube-ზე ამერიკელი ბავშვებისთვის პრემიერაა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟირაფი ჟოზეს იდეის ავტორი, გიორგი მარშანია ავრცელებს:
“დაახლოებით 18 თვის წინ, პირველი მეილი რომ მივიღე ამერიკელებისგან, სათაური ჰქონდა ასეთი: JOZE TAKES OVER AMERICA !!
სოფელ გლდანში დახატულ პერსონაჟზე ამას რომ გწერენ ნიუ-იორკიდან და ლოს-ანჯელესიდან ერთდროულად, მთლად დამაჯერებელი არ არის… მაგრამ 15 საათში ჟოზეს პირველი სერიის პრემიერაა იუთუბიზე, ამერიკელი ბავშვებისთვის.
ჯერ ზუსტად არ ვიცი რას იზამს ჟოზე ამხელა აუდიტორიასთან, მაგრამ ქართველი ბავშვების სიყვარულმა ეს ქვეყანა რომ ვერ დაიტია და ოკეანის გაღმა გავიდა ყვითელი ბედნიერება – ეს ფაქტია.
როგორც არ უნდა იყოს,
მადლობა თქვენ, ვინც ჟოზეს უყურებთ!
მადლობა, ვინც ჟოზეს გულშემატკივრობს!
ჟოზეს ძალიან უყვარხართ” – წერს გიორგი მარშანია.