პილაში ჩატარებულ აფროდიტას თასის გათამაშებაზე ქართველმა მშვილდოსნებმა 6 მედალი მოიპოვეს
2023 წლის 23-28 ოქტომბერს, კვიპროსზე ქალაქ პილაში, ჩატარდა აფროდიტას თასის 7-ე გათამაშება, რომელშიც 8 ქართველი მშვილდოსანი მონაწილეობდა.
საკვალიფიკაციო რაუნდში ქართველმა მშვილდოსნებმა წარმატებით იასპარეზეს.
ინდივიდუალურ ბრძოლაში ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა ალექსანდრე მაჭავარიანმა, ვერცხლის მედალი ვაკო შაქარაშვილმა, ხოლო ბრინჯაოს მედლები – ციკო ფუტკარაძემ და სალომე ხარშილაძემ.
მიქსებში ოქროს მედლები მოიპოვეს:
სალომე ხარშილაძემ, ალექსანდრე მაჭავარიანმა, ციკო ფუტკარაძემ და თემურ მაკიევმა.
ქართველმა მშვილდოსნებმა ჯამში 3 ოქრო, ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.