მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტებს, შეჯიბრების 3 დღის შემდეგ, 14 მედალი აქვთ მოპოვებული
აბუ-დაბიში მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერანთა შორის შეჯიბრების მესამე დღეს ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ მეშვიდედ გახდა ალექსი დავითაშვილი (M4, +100კგ). მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მესამედ მოიპოვა გიგლა ალიბეგაშვილმა (M5, -73კგ). ოქროს მედლის მფლობელი გახდა შალვა ბექაური (M5, +100კგ).
ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ გოჩა ბერაძე (M4, -90კგ) და ვანო გიგილაშვილი (M4, -100კგ).
სამი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ჯამში 5 ოქროს, 3 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.