თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოებაზე, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის სპეციალური აღნიშვნა მიიღო
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმმა „მოქალაქე წმინდანი” ავსტრალიაში, Asia Pacific Screen Awards-ის დაჯილდოებაზე, საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის სპეციალური აღნიშვნა მიიღო.
ფილმი 2 ნომინაციაში იყო წარდგენილი: საუკეთესო ფილმი – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი და საუკეთესო ოპერატორი – კრუმ როდრიგესი.
Asia Pacific Screen Awards ავსტრალიის ქალაქ ბრისბანში ყოველწლიურად იმართება. დაჯილდოების ცერემონიას, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, აზიურ ოსკარსაც უწოდებენ.
„მოქალაქე წმინდანი“ თინათინ ყაჯრიშვილისა და ბასა ჯანიკაშვილის სცენარის მიხედვით შეიქმნა. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ლევან ბერიკაშვილი, გიორგი ბაბლუანი, მარი კიტია და გია ბურჯანაძე.
“მოქალაქე წმინდანი” ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.