მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვეტერან ძიუდოისტებს, შეჯიბრების ორი დღის შემდეგ, 9 მედალი აქვთ მოპოვებული

აბუ-დაბიში მიმდინარეობს მსოფლიოს ჩემპიონატი ვეტერანთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებიც მონაწილეობენ. შეჯიბრების ორი დღის შემდეგ ქართველ ძიუდოისტებს 2 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული.

მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ პაატა მერებაშვილი (M1, -66კგ) და სლავიკ რეზესიძე (M1, +100კგ).

ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ გიგა ბერიაშვილი (M1, -66კგ), ზვიად კაპანაძე (M1, -100კგ) და დევიკო გობეჯიშვილი (M3, -100კგ).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს: გივი ნადარეიშვილმა (M1, -60კგ), ბადრი ბასოშვილმა (M3, -60კგ), ლაშა მიქაბერიძემ (M3, -90კგ) და ზვიად წიკლაურმა (M3, +100კგ).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები