ზურაბ ნაყეური მიკულაშ შნაიდერ – ტრნავსკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია

ზურაბ ნაყეური (ბარიტონი) სლოვაკეთში გამართულ მიკულაშ შნაიდერ – ტრნავსკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.

72 მონაწილეს შორის პირველი პრემიის გარდა, იგი შემდეგი სპეციალური ჯილდოების მფლობელი გახდა:

  • თრნავას თვითმმართველი რეგიონის თავმჯდომარის პრემია
  • მიკულას შნაიდერ-ტრნავსკის საზოგადოების პრიზი მიკულას შნაიდერ-ტრნავსკის სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის
  • სამხატვრო ხელმძღვანელის – იან კიპურას ჯილდო
  • ვიქტორ ბოკმანის პრემია
  • ბანსკა ბისტრიცას სახელმწიფო ოპერის ჯილდო
  • პრაღის ეროვნული თეატრალური პრემია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები