ექვსიდან ექვსი მედალი და ქართველი კუდოისტების ისტორიული შედეგი

ექვსიდან ექვსი მედალი და ისტორიული შედეგი – ქართველმა კუდოისტებმა ლიეტუვის ქალაქ კაუნასში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურად იასპარეზეს; ჩვენი ქვეყნის ღირსებას ევროპირველობაზე 6 კუდოისტი იცავდა და ყველა მათგანმა მედალი მოიპოვა, ქართველების ანგარიშზე 5 ოქრო და ერთი ბრინჯაოა;

პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში კუდოში უფროსებს შორის ქართველი გახდა ევროპის ჩემპიონი. ლევან დარასელიამ დაძაბულ ფინალში ფრანგ ქაის ალ ალემს სძლია;

ასევე ოქროს მედლები მოიპოვეს 19-წლამდელთა შორის თორნიკე კურტანიძემ, სედრაკ კარაპეტიანმა, რომელიც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია, ზედიზედ მეორედ იზეიმეს ევროპის ჩემპიონობა ვასილ დვალაძემ და გიორგი ჟვანიამ. ბრინჯაოს მედალი უფროსებს შორის რომეო გაბლაიამ დაისაკუთრა;

ევროპის ჩემპიონატზე 3 ქართველი მსაჯი იყო, – დავით ყოლბაია, დავით დუშუაშვილი და მამუკა შონია;

საქართველოდ კუდოს ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფება საქართველოდ კუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსი ფილფანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები